სპორტი
27.05.2024 14:46
გორმა ნუგზარ სხირელის ხსოვნისადმი მიძღვნილ მეოთხე მემორიალურ ტურნირს უმასპინძლა

გორმა თავისუფალ ჭიდაობაში ნუგზარ სხირელის ხსოვნისადმი მიძღვნილ მეოთხე მემორიალურ ტურნირს უმასპინძლა.

შეჯიბრში შვიდი ქვეყნის ახალგაზრდა მოჭიდავეები მონაწილეობდნენ. სპორტსმენები პირველობისთვის ერთმანეთს ათ წონით კატეგორიაში დაუპირისპირდნენ.

მოპოვებული მედლების მიხედვით, საქართველო გუნდურ ჩათვლაში საუკეთესო იყო, მომდევნო ადგილზე ყაზახეთი გავიდა, მესამეზე კი აზერბაიჯანი.

წონით კატეგორიებში გამარჯვებულები და პრიზიორებ თასებით, მედლებით და დიპლომებით დაჯილდოვდნენ. გარდა ამისა, სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესოებს ნუგზარ სხირელის შეგირდების და მეგობრების მიერ დაწესებული ფულადი ჯილდოები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

ტურნირზე, გუნდური შედეგების მიხედვით, ასევე დაჯილდოვდნენ საქართველოში 2024 წელს თავისუფალ ჭიდაობაში გამართული ჩემპიონატების გორელი პრიზიორებიც.

შეჯიბრი, რომელსაც გორის სპორტის სასახლემ უმასპინძლა, გორის მუნიციპალიტეტის მერიის, სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით, ჭიდაობის მსოფლიო ორგანიზაციის და საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის მხარდაჭერით გაიმართა.

ცნობისთვის, ნუგზარ სხირელის მემორიალური ტურნირი პირველად 2021 ჩატარდა. შეჯიბრებამ ტრადიციული ხასიათი მიიღო და ყოველ წელს იმართება.

კვირის ამბები