სპორტი
27.05.2024 14:45
გორელმა სუმოისტებმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

ოქროს და ბრინჯაოს მედლებით დაასრულეს გორელმა სუმოისტებმა ევროპის ჩემპიონატი.

შეჯიბრის გამარჯვებული და ევროპის ჩემპიონის ტიტულის მფლობელი ლუკა ავაზაშვილი გახდა. სპორტსმენმა მძიმე წონაში ოქროს მედალი მოიპოვა.

ბრინჯაოს მედალს კი, დავით აბალაკი აბსოლუტურ წონით კატეგორიაში დაეუფლა.

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატზე კიდევ ერთი გორელი სუმოისტი ბადრი ხატისკაცი ასპარეზობდა. სპორტსმენმა ტრავმის გამო ინდივიდუალურ პაექრობაში მედლის მოპოვება ვერ შეძლო, თუმცა გუნდურ პაექრობაში გადამწყვეტი შეხვედრა მოიგო და გუნდს ვერცხლის მედალი მოუტანა.

სამივე სპორტსმენი არაერთი შეჯიბრის გამარჯვებული და პრიზიორია. მათი პირადი მწვრთნელი მერაბ პაიჭაძეა.

ცნობისთვის, ევროპის ჩემპიონატს სუმოში საბერძნეთმა უმასპინძლა.

კვირის ამბები