საქართველოს ჩემპიონატზე ჭაბუკთა უმცროს ასაკში გუნდური მაჩვენებელით, საუკეთესო შედეგი გორის ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლის გუნდს ჰქონდა.
ჩემპიონატი, რომელიც გურჯაანში ჩატარდა, მათ 10 სხვადასხვა სინჯის მედლით, მათგან 3 ოქროს, ამდენივე ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.
სხირელის სკოლის სპორტსმენთაგან ოქროს მედლები დაისაკუთრეს - ნიკა ბოჭორიშვილმა (38 კგ), გოგა ოთინაშვილმა (57) და ნიკოლოზ მაისურაძემ (68 )
ვერცხლის მედლები ერგოთ: ზურა აბალაკს (41 ), საბა ღამბაშიძეს (44 ) და დაჩი პაპინაშვილს (75 )
ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ: ზურა კეკელაშვილი (38 კგ), გუგა ქოთუაშვილი (41 ), დავით ჭეჭელაშვილი (48 ) და თენგიზ ლომაძე (75 )
გარდა ამისა, 4 მედალი მოიპოვეს გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის მოჭიდავეებმა. ამ სკოლიდან ვერცხლის მედალი ლუკა ვანიშვილის (57 ) ანგარიშზეა, ბრინჯაოს მედლები აიღეს ნიკა ზანგალაძემ (44 ), ლექსო ტყემალაძემ (52 ) და ლუკა ქანაშვილმა (62).