საქართველოში სურსათის უვნებლობის, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული სექტორის მხარდასაჭერად კონკურსი ცხადდება.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), ENPARD IV-ის ფარგლებში გამოცხადებული პროგრამა განსხვავებული მხარდაჭერის სამ პაკეტს მოიცავს და მიმართულია სხვადასხვა სექტორსა და ბენეფიციარზე.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, მხარდაჭერის თითოეული პაკეტის ქვეშ, თანამონაწილეობითი გრანტი დააფინანსებს პროექტის მთლიანი ღირებულების 70%-ს და ს ბენეფიციართა თანაინვესტირებას გრანტის მთლიანი ღირებულების მინიმუმ 30%-ის ოდენობით ითვალისწინებ.
რაც შეეხება საკონკურსო პროექტებს, მხარდაჭერის პაკეტი ხორციელდება: მტკნარი წყლის თევზსაჭერი და სანაშენე მეურნეობების სურსათის უვნებლობის პრაქტიკის გასაუმჯობესებლად; რძისა და ყველის მცირე მწარმოებელი ქალებისთვის დაბოსტნეულის მწარმოებლებისთვის შეწამვლის პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 2024 წლის 30 ივნისია.
განაცხადის წარდგენის წესების და საჭირო დამატებითი დოკუმენტების შესახებ ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია ვებგვერდზე: WWW. FAOGRANTS. ge