საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რეგიონებს, მათ შორის, შიდა ქართლს, ახალი ნაგავმზიდები გადაეცა.
ღონისძიებას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნიკა ტყემალაძე, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე, რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულები და კომპანია „ჯითის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
რაც შეეხება ტექნიკას, მუნიციპალიტეტებისთვის შეძენილია 82, 10 და 16-კუბიანი „ივეკოს“ ფირმის ნაგავმზიდები, რომლებიც საქართველოს 49 მუნიციპალიტეტში, მათ შორის, შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში გადანაწილდება.
„მუნიციპალიტეტებში არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, ახალი ნაგავმზიდების შეძენა კვლავ გაგრძელდება. შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერის გამარჯვებულმა კომპანიამ „ჯითი გრუპმა“ 48 ერთეული ნაგავმზიდი საქართველოში უკვე ჩამოიყვანა. პროცესი გრძელდება და მომდევნო თვეების განმავლობაში ტექნიკა საქართველოში ეტაპობრივად ჩამოვა
აღნიშნული ტექნიკა სხვადასხვა წარმადობის და განსხვავებული რელიეფისთვისაა განკუთვნილი, მათ შორისაა მძიმე პირობებისთვის გათვლილი 4X4-ზე ავტომობილები, რომლებიც მაღალმთიანი რეგიონებისთვისაა განკუთვნილი“, - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.
ცნობისთვის, ნაგავმზიდების შესყიდვა ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან განხორციელდა, მათი ჯამური ღირებულება 33 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.