საზოგადოება
26.05.2024 20:26
დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ საქართველოს ყველა მოქალაქეს და ჩვენი ქვეყნის ყველა გულშემატკივარს - ლევან ხარაბაძე

გორის ცენტრალურ მოედანზე, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები 26 მაისის დილიდან მიმდინარეობდა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, შიდა ქართლის გუბერნატორი ლევან ხარაბაძე, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე და და სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელები იმყოფებოდნენ.

დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ საქართველოს ყველა მოქალაქეს და ჩვენი ქვეყნის ყველა გულშემატკივარს, - ამის შესახებ სახელმწიფო რწმუნებულმა შიდა ქართლში ლევან ხარაბაძემ განაცხადა.

 

,,არა მარტო გორში, მთელ საქართველოში არის საზეიმო განწყობა, ეს დღე მთელი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ საქართველოს, ამ ქვეყნის ყველა მოქალაქეს და ჩვენი ქვეყნის ყველა გულშემატკივარს.

გორში განსაკუთრებით მასშტაბური ღონისძიება ჩატარდა, ამ ღონისძიების ორგანიზებაში მონაწილეობდნენ როგორც მთავრობის ადმინისტრაცია, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს ფოსტა და გორის მუნიციპალიტეტის მერია. მადლობა თითოეულ ამ უწყებას ამ მასშტაბის ღონისძიების ასე ორგანიზებულად ჩატარებისთვის.

კიდევ ერთხელ ვულოცავ თითოეულ მოქალაქეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და ვუსურვებ ძლიერ, დამოუკიდებელ, ღირსეულ და რაც მთავარია, ერთიან საქართველოში ცხოვრებას“, - განაცხადა ლევან ხარაბაძემ.

კვირის ამბები