გორის ცენტრალურ მოედანზე, სადაც საქართველოს
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები დილიდან მიმდინარეობს, შინაგან
საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, შიდა ქართლის გუბერნატორი ლევან
ხარაბაძე, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს
თავმჯდომარე დავით რაზმაძე და და სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელები
იმყოფებოდნენ.
,,სრულიად საქართველოს ვულოცავ საქართველოს
ეროვნულ დღესასწაულს, ერთიანობის დღეს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით,
დღეს გორში სხვადასხვა აქტივობებია. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, შინაგან
საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ფოსტის და მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მიმდინარეობს
სხვადასხვა აქტივობები, გამოფენები. აქ მოსულ ნებისმიერ მოქალაქეს საშუალება აქვს,
სხვადასხვა სივრცეში გაეცნოს წარმოდგენილ გამოფენებს, გაერთოს, სასიამოვნოდ გაატაროს
ეს დღე. თავადაც ხედავთ, რამდენი ხალხია მოსული, რაც ძალზე სასიხარულოა. კიდევ ერთხელ
გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს“, - განაცხადა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.
ცნობისთვის, ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის თემატიკაზე შექმნილ ისტორიულ ინსტალაციებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის მიერ წარმოდგენილ საინფორმაციო საგამოფენო სტენდებს, ასევე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეცტექნიკას და აღჭურვილობას.