26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.
მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოს 18 ქალაქში, მათ შორის გორშიც გაიმართება, ამასთან, 26 მაისს ახალწვეულები ფიცს დადებენ. ფიცის დადების საზეიმო ცერემონია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიმართება.
რაც
შეეხება გორში დაგეგმილ ღონისძიებებს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ფოსტისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, საზეიმო ღონისძიებები გორის ცენტრალურ მოედანზე გაიმართება.
* 13:00-19:00 შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოფენო და ინტერაქტიული სტენდები: საპასპორტო კონტროლი, პოლიციის ფორმების ევოლუცია, მომსახურების სააგენტოს საინფორმაციო სტენდი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის სტენდი;
* 13:00-19:00 საქართველოს ფოსტის სივრცე: შემეცნებითი და საბავშვო აქტივობები, საგამოფენო და ფოტო სივრცეები;
* 13:00-18:00
საბავშვო გასართობი აქტივობები: ანიმატორები, ზღაპრის გმირები, შემეცნებითი აქტივობები, კონკურსები, მხიარული სტარტები, სახელოსნოები, ქვიშის მოედანი, საბავშვო კინოთეატრი, კოსტიუმირებული ბუშტების შოუ, დრამების მსვლელობა, კალიგრაფიის გადაწერა და სამახსოვრო ბარათების დამზადება;
* 13:00-19:00
სამხედრო ტექნიკის გამოფენა;
* 13:00-19:30
ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა;
* 13:00-19:30
კვებისა და ტკბილეულის სივრცე;
* 13:00-15:00
ადგილობრივი ანსამბლების კონცერტი;
* 17:10
ერთად ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას!
გორის ქალთა კაპელა;
* 18:00-19:30
„დუეტი ჯორჯია“.
აღნიშნული
ღონისძიებების პარალელურად, 17:10 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო საზეიმოდ აღინიშნება.
შეგახსენებთ, 106 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.