საზოგადოება
24.05.2024 14:06
ბავშვის განვითარების ეტაპების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, საბავშვო ბაღების პედაგოგების და აღსაზრდელთა მშობლებისთვის სწავლება გაიმართა

გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს და ნეირობალანსირების ცენტრის ორგანიზებით, საბავშვო ბაღების პედაგოგების და აღსაზრდელთა მშობლებისთვის სწავლება გაიმართა.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, ტრენინგის ჩატარება მიზნად ისახავდა  ცოდნის გაღრმავებას ისეთ საკითხებში, როგორიცაა: ბავშვის განვითარების ეტაპები; ქცევისა და მეტყველების სპეციფიკა; ემოციური კავშირი; პოზიტიური მშობლობა; რეაბილიტაციის მნიშვნელობა; სენსორული ინტეგრაცია და გარემოს მოწყობა.

„სკოლამდელი აღზრდის სააგენტო მუდმივად ზრუნავს აღმზრდელების განვითარებაზე, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს აღსაზრდელთათვის უკეთესი პირობების შექმნას. მშობლების და აღმზრდელების თანამშრომლობა კი ბავშვების უფრო ჯანსაღ გარემოში აღზრდას შეუწყობს ხელს“, - აცხადებენ სააგენტოში. 

კვირის ამბები