რეგიონი
05.10.2019 12:32
ქარელში ახალი სამაცივრო მეურნეობა ამოქმედდა

სახელმწიფოს მხარდაჭერით, კოოპერატივმა „სანჩოს ბიჭები“, ქარელის მუნიციპალიტეტის  დაბა აგარაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრო მეურნეობა ააშენა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სამაცივრო მეურნეობის ასაშენებლად

 1 211 451 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 450 000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო, ხოლო 600 000 ლარი სახელმწიფო გრანტია.

მეურნეობაში წელიწადში საშუალოდ 800 ტონამდე ხილის შენახვაა შესაძლებელი. საწარმოში, მუდმივად, 10 ადგილობრივია დასაქმებული.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ოთარ შამუგიამ,  შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, სამაცივრო მეურნეობა დაათვალიერეს და საწარმოო პროცესს გაეცვნენ.

სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ შიდა ქართლის რეგიონში 26 ახალი საწარმო გაიხსნა.

კვირის ამბები