საზოგადოება
24.05.2024 12:15
„ჩვენ ვმეგობრობთ ბუნებასთან“- გორის მერიის თანადაფინანსებით, ახალგაზრდებისთვის პროექტი ხორციელდება

გორელი ახალგაზრდების ჩართულობით პროექტი - „ჩვენ ვმეგობრობთ ბუნებასთან“ ხორციელდება.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, პროექტის ბენეფიციარები 14-დან 18 წლამდე მოზარდები არიან და პროგრამა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.

ამ ეტაპზე მოზარდები სასწავლო ტრენინგ-კურსს გადიან თემებზე: მდგრადი განვითარების მიზნები - „SDG-13“კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ქმედებები; კლიმატის ცვლილება და ადამიანის როლი; გარემოს დაბინძურდება  და დაცვა; სოციალური, მწვანე მეწარმეობა და მისი როლი ქვეყნის სოციალურ-ეკონომკურ  განვითარებაში; ბიომრავალფეროვნების დაცვა და პროექტების წერა.

„ტრენინგების გარდა, პროექტის ფარგლებში გაიმართება იდეების კონკურსი, ჩატარდება მასტერკლასები მეორადი მასალის გამოყენებით, თეატრისთვის მომზადდება ეკო-თოჯინები და სხვა.

პროექტს იდეათონი დაასრულებს, სადაც გამოვლინდება საუკეთესო გარემოსდაცვითი საპროექტო იდეა დაფინანსების და განხორციელების პერსპექტივით“, - აცხადებენ გორის მერიაში.

ცნობისთვის, პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიის „განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში ფინანსდება და საზოგადოება „ბილიკთან“ თანამშრომლობით ხორციელდება.

კვირის ამბები