საზოგადოება
24.05.2024 12:13
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გორში ტურისტული ობიექტების მუშაობის სპეციფიკას გაეცნო

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გორში ტურისტული ობიექტები მოინახულა.

ლევან ხარაბაძე გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან თამაზ შიოშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, გიორგი ტატულაშვილის კერამიკის სახელოსნოში, გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმ, ხალხური რეწვის მინი გალერეაში, ტურიზის საინფორმაციო ცენტრებ და მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტული ტურიზმის ცენტრ იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები ტურისტული ობიექტების სამუშაო სპეციფიკას გაეცნენ და მუზეუმების წარმომადგენლებთან ერთად, სამომავლო გეგმებზე და საჭიროებებზე ისაუბრეს.

როგორც მხარის რწმუნებულმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, შიდა ქართლი ტურისტულ სეზონს მომზადებული შეხვდეს. ერთობლივად დაგეგმილი პროექტები კი ხელს შეუწყობს რეგიონში ტურიზმის სფეროს კიდევ უფრო ეფექტურ განვითარებას.

ჩვენს ქალაქს და, ზოგადად, რეგიონს ტურისტული თვალსაზრისით დიდი პოტენციალი აქვს. არაერთი მნიშვნელოვანი მუზეუმი, კულტურულ-ისტორიული ობიექტი თუ ტურისტული ატრაქცია გვაქვს, რაც თანაბრად საინტერესოა როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი დამთვალიერებლისთვის. ჩემი სურვილია, პირადად გავეცნო თითოეულ ობიექტს, შევხვდე ტურიზმის სფეროში დასაქმებულ ადამიანებს, მოვისმინო მათი ინიციატივები და შემდეგ ერთობლივად დავგეგმოთ სამომავლო ღონისძებები“, - აღნიშნა ლევან ხარაბაძემ

კვირის ამბები