გორში, დავით გურამიშვილის ქუჩაზე ბულვარის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
დასასვენებელი სივრცის მოწყობის მიზნით, შესაბამისი სამუშაოები ძველი ხიდიდან „ახალბაღამდე“ ხორციელდება. საპროექტო მონაკვეთის სიგრძე 157 მეტრია და მდინარე მტკვარს მიუყვება.
როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და ითვალისწინებს გარეგანათების, სანიაღვრე ქსელის, ტროტუარების, ველობილიკების, გამწვანების ზოლის, სარწყავი სისტემის, ბეტონის დეკორატიული ფერადი ფილების მოწყობას, ასევე, სკამების და ურნების მონტაჟს.
შეგახსენებთ, ბულვარის მშენებლობის დაწყებამდე, „ახალბაღიდან“ ძველ ხიდამდე, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე რკინა-ბეტონის საყრდენი კედელი აშენდა. ნაპირსამაგრი კედლის (214 მეტრი) გასწვრივ მოეწყო მოაჯირებიც.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება