საზოგადოება
23.05.2024 11:56
უფლისციხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე აღნიშნეს

ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთნენ.

მოსწავლეებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს და ფლორის და ფაუნის დასაცავად პრევენციული ღონისძიებები ჩაატარეს.

აქტივობის ფარგლებში, ახალგაზრდებმა საინფორმაციო ბუკლეტებიც დაამზადეს, რომელიც პედაგოგებს და ადგილობრივ მოსახლეობას დაურიგეს.   

ცნობისთვის, 2000 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 22 მაისი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. თარიღის აღნიშვნის მიზანი ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ზრდაა.

კვირის ამბები