გორის „დილა“ „სამტრედიას“ დაუპირისპირდება.
ეროვნული ლიგის მეთექვსმეტე ტურის მატჩი დღეს, 23 მაისს გაიმართება.
შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება. თამაშს ეროსი მანჯგალაძის სახელობის სამტრედიის სტადიონი უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, გასული ტურის შეხვედრაში „დილა“ „დინამო თბილისს“ დაუპირისპირდა. მატჩი გორის გუნდის სასარგებლოდ, ანგარიშით 2:1 დასრულდა. მოწინააღმდეგის კარში გოლები ჟოაო ნობრეგამ და იბრაჰიმა დრამემ გაიტანეს.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს