საზოგადოება
22.05.2024 13:09
„ტყის სკოლა უმცროსი რეინჯერებისთვის“ - მოსწავლეებში ეკოგანათლების და ცნობადობის ამაღლების მიზნით, პროექტი განხორციელდა

მოსწავლეებში ეკოლოგიური განათლების  და ცნობადობის ამაღლების მიზნით, პროექტი - „ტყის სკოლა უმცროსი რეინჯერებისთვის“ განხორციელდა.

ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, კურსი მოიცავდა შემეცნებით-საველე გასვლას დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე და თეორიულ სწავლებას ბიომრავალფეროვნების საკითხებზე.

„ეკოგანათლების ფარგლებში ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე განხორციელდა სასწავლო კურსი - „ტყის სკოლა უმცროსი რეინჯერებისთვის“, რომელშიც  მონაწილეობა მიიღეს გორის N2 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა.

აქტივობა მოიცავდა შემეცნებით საველე გასვლას დაცულ ლანდშაფტში, მოსწავლეებს გავაცანით გარემოსდაცვით საკითხები, ვისაუბრეთ ბიომრავალფეროვნებაზე, ბუნებაში მოქცევის წესებსა და სხვა უსაფრთხოების ნორმებზე. ჩავატარეთ, ასევე, ინტელექტუალური თამაშები და მოვაწყვეთ  მცირე კვლევითი ლაშქრობა“, - აცხადებენ გორის განვითარების სააგენტოში.

კვირის ამბები