კულტურა
22.05.2024 11:56
„ოთარაანთ ქვრივი“ - 8 და 9 ივნისს გორის თეატრში პრემიერა გაიმართება

გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში 8 და 9 ივნისს მორიგ პრემიერას აანონსებენ.

თანამედროვე რეჟისორი გიორგი თენაძე გორელ თეატრისმოყვარულებს ილია ჭავჭავაძის მოთხრობის - „ოთარაანთ ქვრივის“ მიხედვით დადგმულ, ამავე სახელწოდების სპექტაკლს წარუდგენს.

წარმოდგენაში მონაწილეობენ: მაღი არღუთაშვილი, დაჩი ბაბუნაშვილი, თორნიკე ბასიშვილი, კახა ბერიძე, ომარ ბექაური, ელენე დარჩია, ლიკა კევლიშვილი, კობა კოპაძე, ქეთი ლუარსაბიშვილი, გიორგი ჩოჩნიძე, მზიკო ტურაშვილი და ლევან ჯამბრიშვილი.

თეატრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბილეთებს შეძენა უკვე შესაძლებელია თეატრის სალაროში ან ონლაინ, საიტზე: www. biletebi. ge

სპექტაკლი 19:00 დაიწყება.

კვირის ამბები