26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გორში არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი.
აქტივობები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე 13:00 საათიდან დაიწყება.
მოეწყობა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოფენო და ინტერაქტიული სტენდები, სამხედრო ტექნიკის გამოფენა, საქართველოს ფოსტის, ასევე, კვების და ტკბილეულის სივრცეები.
ღონისძიების ფარგლებში, გაიმართება ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო შემეცნებით-გასართობი აქტივობები და ადგილობრივი ანსამბლების კონცერტი.
17:10 საათზე, 106 წლის წინ, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიულ დროს, გორის ქალთა კაპელა საქართველოს ჰიმნს შეასრულებს.
საღამოს კი, „დუეტი ჯორჯიას“ მონაწილეობით, დასკვნითი კონცერტი გაიმართება,
გორში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ფოსტის და გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითჩატარდება.