საზოგადოება
21.05.2024 11:36
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში გზის რეაბილიტაცია დასრულდა

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით, სოფელ არაშენდაში გზის რეაბილიტაცია დასრულდა.

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, გზის სავალ ნაწილთან ერთად, სანიაღვრეები, ეზოებში შესასვლელები, მიერთებები  და საგზაო ნიშნები მოეწყო.

როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, სამუშაოების ღირებულებამ 1 569 477 ლარი შეადგინა.

პროექტის ფარგლებში  2 400 მეტრი გზა მოწესრიგდა.

კვირის ამბები