„საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს და USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამის“ ორგანიზებით, შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში პრე-აქსელერატორის პროგრამა მიმდინარეობს.
პროექტის ორგანიზატორების ინფორმაციით, პროგრამის მიზანი რეგიონში ინოვაციური აზროვნების, იდეაციის და სტარტაპის შენების ძირითადი უნარების განვითარება და ამავე მიმართულებით ახალი გუნდების ფორმირებაა. პროგრამის ფარგლებში, მონაწილეები ასევე, მოემზადებიან GITA-ს 25 000 ლარიანი საგრანტო კონკურსისთვის.
სატრენინგო პერიოდში, პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა ტრანსპორტირება დაფინანსებულია.
პროექტში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებული პირი უნდა დარეგისტრირდეს გორის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე მითითებულ ბმულზე.
პროგრამაზე რეგისტაცია 2 ივნისს დასრულდება.