ზურაბ სარსანიას ხსოვნის მემორიალურ ტურნირზე კრივში, ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის გორის კრივის სკოლის სპორტსმენებმა ერთი - პირველი და ერთი მესამე ადგილი დაიკავეს.
ტურნირის გამარჯვებული თემურ პავლიაშვილი (57 კგ.) გახდა. მესამე ადგილზე კი ნიკოლოზ ნასყიდაშვილი (42 კგ.) გავიდა.
ტურნირზე მუნიციპალიტეტის კიდევ ერთი, გიორგი კანდელაკის სახელობის ვარიანის კრივის სკოლის სპორტსმენები მონაწილეობდნენ და მათ ანგარიშზე ოთხი მედალია.
ლუკა ქოქაშვილმა (37 კგ.), ზაზა მდინარიძემ (44 კგ.) და ნიკოლოზ ხიზანიშვილმა (46 კგ.) ასპარეზობა პირველი ადგილით დაასრულეს.
რაც შეეხება მესამე ადგილს, ნიკოლოზ ნაცვლიშვილი (60 კგ.) დაესაკუთრა.
ცნობისთვის, ზურაბ სარსანიას ხსოვნის მემორიალურ ტურნირს ფოთმა უმასპინძლა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება