საზოგადოება
20.05.2024 13:20
ტყვიავის და მარანას დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს - გორის მერია

გორის მუნიციპალიტეტის სოფლების - ტყვიავის და მარანას დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ინფრასტრუქტურული პროექტი ტრანსპორტის სავალი ნაწილის, ტროტუარების, მიერთებების, ეზოებში შესასვლელების და სანიაღვრეების მოწყობას ითვალისწინებს.

აღნიშნულ ლოკაციაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრთან გიორგი სოსიაშვილთან ერთად გაეცნო.

როგორც „გორის მაცნესთვის“ ცნობილია, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და გორის მერიის თანადაფინანსებით 2300 მეტრი სიგრძის გზა კეთილმოეწყობა.

ინფრასტუქტურული პროექტის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება 1 843 680 ლარია.

კვირის ამბები