საზოგადოება
20.05.2024 12:11
გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის ოთხ  სოფელში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, 2024 წელს სასმელის წყლის მიწოდების პრობლემა  ტირძნისში,  ნაწრეტში, ქვემო შავშვებსა და ზერტში მოგვარდება.

შესაბამის სამუშაოების მიმდინარეობას გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრთან გიორგი სოსიაშვილთან ერთად გაეცნო.

როგორც ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა აღნიშნა, სასმელი წყლის პრობლემის გადაჭრა აღნიშნულ სოფლებში მაცხოვრებელთა საყოფაცხოვრებო პირობებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

„ერთ-ერთი ლოკაცია სადაც სამუშაოებს გავეცანით, სოფელ ტირძნისია. ობიექტზე მიმდინარეობს 124 ბენეფიციარზე გათვლილი (ერთი უბანი) სასმელი წყლის სისტემის მოწყობა. პროექტი ითვალისწინებს რეზერვუარის და მრიცხველების მონტაჟსაც. შესაბამისი სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივები 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებენ“, - აღნიშნა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.  

 

კვირის ამბები