მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გორის მუნიციპალიტეტში მოქმედ მუზეუმებში არაერთი ღონისძიება გაიმართა, ამასთან, ტრადიციულად, ამ დღეს, საქართველოს მასშტაბით არსებული ყველა მუზეუმი დამთვალიერებელს უფასოდ მასპინძლობდა.
გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი სერგი მაკალათიას სახელობის გორის ეთნოგრაფიულ მუზეუმსა და უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალს სტუმრობდა, სადაც მერმა მუზეუმების თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა.
ცნობისთვის, მუზეუმების საერთაშორისო დღე 1977 წლის 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს მიერ დაფუძნდა და ამ თარიღს საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოება 40 წელზე მეტია აღნიშნავს. მუზეუმების საერთაშორისო საბჭო მუზეუმებისა და მუზეუმის პროფესიონალთა უნიკალური ქსელია, სადაც 45 000-ზე მეტი ინდივიდუალური წევრი, 20 000 მუზეუმი, 172 ადგილობრივი და საერთაშორისო კომიტეტია გაერთიანებული.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება