საზოგადოება
17.05.2024 16:17
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების მიმართ პატივისცემის დღე აღინიშნა

17 მაისს, გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების მიმართ პატიცისცემის დღე აღინიშნა.

ამ დღესთან დაკავშირებით, გორში, მაცხოვრის აღდგომის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებიდან რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა, სადაც გორისა და ატენის ეპარქიის მმართველმა, მიტროპოლიტმა ანდრიამ ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სავედრებელი პარაკლისი აღავლინა.

მღვდელმთავრის ქადაგების და პარაკლისის დასრულების შემდეგ, სამღვდელოების წარმომადგენლების წინამძღვრობით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და შეკრებილი საზოგადოების მონაწილეობით კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე მდებარე აღდგომის სახელობის მსენებარე ტაძრიდან ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრამდე მსვლელობა მოეწყო.

შეგახსენებთ, 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა 2014 წელს გამოაცხადა.

კვირის ამბები