საზოგადოება
16.05.2024 14:25
16 მაისი ცელიაკიის საერთაშორისო დღეა
16 მაისს მსოფლიო ცელიაკიის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. დაავადების მატარებელთა სოლიდარობის ნიშნად, ამ დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დიდ ქალაქებში მწვანე ან ლურჯ ფერში ნათდება ადგილობრივი ღირსშესანიშნაობები. რაც შეეხება საქართველოს, საქართველოს ცელიაკიის ეროვნული ასოციაცია 2023 წლის ნოემბრიდან „ევროპის ცელიაკიის საზოგადოებების ასოციაციის“ (AOECS) წევრია და ამ დღეს უკვე მეორედ უერთდება. თბილისში მწვანედ განათდება დედაქალაქის ანძა და ბათუმში სტადიონი - „აჭარა ბეთ არენა“.

ცელიაკია წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთებით მიმდინარე ქრონიკული აუტოიმუნური დაავადებაა, რომელიც მარცვლეულ კულტურებში (ხორბალში, ჭვავსა და ქერში) არსებული ცილა გლუტენის მიმართ მგრძნობიარე პირებს უვლინდებათ. დაავადებას გენეტიკური განწყობა განსაზღვრავს. ცელიაკიის დიაგნოზი ევროპის ქვეყნების სტატისტიკით, პოპულაციის 1-2%-ს აქვს.

შეგახსენებთ, ცელიაკიით დაავადებულ მოქალაქეებს გორის მუნიციპალიტეტის მერია წელიწადში ერთხელ 500 ლარით ეხმარება.
კვირის ამბები