კულტურა
16.05.2024 14:04
შავშვების საჯარო სკოლაში ოსური ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიება გაიმართა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვების საჯარო სკოლაში ოსური ენის დღისადმი მიძღვნილი საღამო მოეწყო.

ღონისძიება სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ორგანიზებით ჩატარდა და სკოლის მოსწავლეებმა ოსურ ენაზე ლექსები, სიმღერები და ცეკვები შეასრულეს.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორებმა აღნიშნეს, ოსური ენის დღე 15 მაისს აღინიშნება და, სიმბოლურად, ოსური სალიტერატურო ენის ფუძემდებლის კოსტა ხეთაგუროვის პოეტური კრებულის - „ოსური ქნარის“ გამოსვლასთან არის დაკავშირებული.

შემოქმედებით საღამოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლია გიგაური, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კვირის ამბები