საზოგადოება
16.05.2024 13:50
საქაშეთის დევნილთა დასახლებაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთის დევნილთა დასახლებაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება.

სამუშაოებს გორის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ნიკა ღვინიშვილი ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან გიგა ბერიძესთან ერთად გაეცნო.

ადგილობრივი თვითმმართველობის ცნობით, რეაბილიტაცია დასახლებაში არსებულ ყველა ქუჩას უტარდება. ასფალტის საფარი 2 620 მეტრზე დაიგება. ტრანსპორტის სავალ ნაწილთან ერთად, სანიაღვრე არხიც მოეწყობა.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტის საფარის დაგება. საქაშეთის დევნილთა დასახლებაში ასფალტის საფარი და სანიაღვრე არხი არასდროს ყოფილა, რაც წლების განმავლობაში მოსახლეობას პრობლემებს უქმნიდა“, - აცხადებენ მერიაში.

ცნობისთვის, სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და გორის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1 499 498 ლარია.

კვირის ამბები