საზოგადოება
16.05.2024 13:38
17 მაისის უქმედ გამოცხადების გამო, სამხედრო ჰოსპიტლის ამბულატორიული სერვისები არ იმუშავებს

17 მაისის უქმედ გამოცხადების გამო, სამხედრო ჰოსპიტლის ამბულატორიული სერვისები არ იმუშავებს, - აღნიშნულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოპიტალი ავრცელებს. უწყების ცნობით, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას ჰოსპიტლის გადაუდებელი დახმარების განყოფილება და სტაციონარი.

,,საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით 2024 წლის 17 მაისის უქმე დღედ გამოცხადების გამო, გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის ამბულატორიული სერვისები არ იმუშავებს.

უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას ჰოსპიტლის გადაუდებელი დახმარების განყოფილება და სტაციონარი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოპსიტლის ადმინისტრაცია ავრცელებს.

შეგახსენებთ, შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეზე 15 მაისს გამოქვეყნდა და მას ხელს საქართველოს-პრემიერ მინისტრი აწერს. დადგენილების თანახმად, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებში (შემდგომში – ადმინისტრაციული ორგანო) დასაქმებულთათვის ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით 2024 წლის 17 მაისი განისაზღვრა უქმე დღედ.

კვირის ამბები