საზოგადოება
16.05.2024 11:56
ენერგოეფექტური ღუმელების და ალტერნატიული საწვავის მწარმოებლებს, პროდუქციის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად, სახელმწიფო ტექნიკურ დახმარებას გაუწევს
პირებს რომლებიც სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებში მონაწილეობენ და ენერგოეფექტურ ღუმელებს ან ალტერნატიულ საწვავს აწარმოებენ, სააგენტო პროდუქციის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად ტექნიკურ დახმარებას გაუწევს.
ტექნიკური დახმარების პროგრამა გულისხმობს პროდუქციის ბრენდირებასა და შეფუთვაში დახმარებისათვის თანადაფინანსების გაწევას, რაც პროექტის ღირებულების მაქსიმუმ 50%-ით და არაუმეტეს 15 000 ლარით განისაზღვრება.
 
პროექტში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ ვებ გვერდზე: rda. gov. ge განთავსებული განაცხადის ფორმა.
შევსებული განაცხადი და თანმდევი დოკუმენტაციის ნუსხა კი წარადგინონ სოფლის განვითარების სააგენტოში ან გაგზავნონ ელ.ფოსტაზე: document @ rda. gov. ge
აღნიშნული სახელმწიფო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღება შესაძლებელია ცხელ ხაზზე: 1501
კვირის ამბები