საზოგადოება
15.05.2024 12:16
15 მაისი კლიმატის ცვლილების საერთაშორისო დღეა

15 მაისს მსოფლიო  კლიმატის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. თარიღის დაარსება ემსახურება მიზანს - მოსახლეობას შეახსენოს თუ რა პრობლემების წინაშე შეიძლება დავდგეთ უახლოეს მომავალში ბუნების გაუფრთხილებლობის გამო.

კლიმატის ცვლილების კონვენციას რომელსაც 1992 წელს რიო დე ჟანეიროში  ხელი მოეწერა, მსოფლიოს ყველა ქვეყანა შეუერთდა.

კლიმატის შენარჩუნება, დღესდღეობით, ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა, რომლის წინაშეც დგას კაცობრიობა. გლობალური დათბობა, ოზონის ფენის გაზრდა, სტიქიური უბედურებები, ამინდის ცვალებადობა, სწორედ ეს ყველაფერი იწვევს კლიმატის გაუარესებას დედამიწაზე.

კლიმატის ცვლილების ძირითად მიზეზს კი,  ატმოსფეროში უშუალოდ ადამიანის საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი სათბურის გაზების კონცენტრაციის ზრდა წარმოადგენს.

საქართველომ, როგორც გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციასთან მიერთებულმა ქვეყანამ, აიღო ვალდებულება ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკის გატარებას, რომელიც შეზღუდავდა სათბურის გაზების ემისიას და გააძლიერებდა ამ გაზების შთანთქმის მექანიზმებს.

 

კვირის ამბები