საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო'ბრაიენმა ბრიფინგი გამართა.
როგორც ო'ბრაიენმა აღნიშნა, ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი თუ არ იქნება შესაბამისობაში ევროკავშირთან და მის სტანდარტებთან, იქნება იმ განაცხადის უარყოფა, რაც დაფიქსირებულია საქართველოს კონსტიტუციაში და რაც გულისხმობს ნატო-ში და ევროკავშირში გაწევრიანებას. ამასთან, ო'ბრაიენის განცხადებით, იმ შემთხვევაში ,,თუ კი ვთქვათ, მოხდება ამ კანონის ისე შეცვლა, რომელიც დააკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რაც არის მოთხოვნებში, ეს გააძლიერებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას და არა თუ დარჩება ისე, როგორც ახლაა“.
,,რაც შეეხება ,,უცხოური გავლენის გამჩვირვალობის შესახებ“ კანონს, საქართველოს გადაწყვეტილება, რომ არ იყოს შესაბამისობაში ევროკავშირთან და მის სტანდარტებთან, იქნება უარყოფა იმ განაცხადისა, რაც არის დაფიქსირებული კონსტიტუციაში და რაც გულისხმობს ამ ორგანიზაციებში გაწევრიანებას.
კარგად ვხედავთ სხვადასხვა გამოკითხვით თუ ოპოზიციის წევრების, სამოქალაქო საზოგადოების განცხადებით და თავად ,,ქართული ოცნების" განცხადებებით, რომ ეს არის ის გზა, რაც ქართველი ხალხის უმრავლესობას სურს და მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ამ გზაზე. შესაბამისად, დღევანდელი საუბრების შედეგად, თუ, ვთქვათ, მოხდება ამ კანონის ისე შეცვლა, რომელიც დააკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რაც არის მოთხოვნებში, ეს გააძლიერებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას და არა თუ დარჩება ისე, როგორც ახლაა. თუ კანონი წინ წაიწევს ევროკავშირის ნორმებთან შესაბამისობის გარეშე და თუ ამგვარი რიტორიკა ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა პარტნიორების მისამართით გაგრძელდება, ვფიქრობ, ურთიერთობები რისკის ქვეშ დადგება.“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში.