საზოგადოება
14.05.2024 16:05
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო

საქართველოს პარლამენტმა  ხმათა უმრავლესობით - 84 ხმით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონპროექტი დაამტკიცა. კენჭისყრისას კანონპროექტის წინააღმდეგ ხმა მისცა 30-მა დეპუტატმა.

პროცედურულად, პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა.

შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტის ავტორი და ინიციატორია ფრაქცია „ქართული ოცნება“.

კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენებიც და სასესიო განხილვებიც ხმაურის და საპროტესტო აქციების ფონნზე მიმდინარეობდა.

 

 

კვირის ამბები