არასრულწლოვანი ბრალდებულები/მსჯავრდებულები უფასო სატელეფონო სასაუბრო დროით ისარგებლებენ, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ საქართველოს სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, მსჯავრდებულთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით და გარე სამყაროსთან კონტაქტის გაუმჯობესების მიზნით, ახალი ინიციატივის ფარგლებში, არასრულწლოვან ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს თვეში 60 წუთი სასაუბრო დრო დაუფინანსდებათ.
„უფასო სასაუბრო დროის გამოყენება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ზარებზე მსჯავრდებულებს სურვილისამებრ შეუძლიათ.
სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული სერვისების თუ პროექტების განხორციელებას მომავალშიც გააგრძელებს“, - აცხადებენ უწყებაში.3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება