გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მეტწილად ნალექია მოსალოდნელი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +19 გრადუსს მიაღწევს.
რაც შეეხება ამინდის დეტალურ პროგნოზს, სინოპტიკოსების ცნობით, 14 მაისს მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ღრუბლიანობა და ნალექი, ჰაერი კი +10 გრადუსამდე გათბება.
დღის მეორე ნახევარში წვიმაა ნავარაუდევი გორში 15 მაისსაც, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +18 გრადუსს მიაღწევს.
+16 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი 16 მაისსაც.
17 მაისს კი გორში დღე უნალექოდ ჩაივლის, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი დღისით +18 გრადუსს მიაღწევს.
მცირე ნალექი და +16 გრადუსია ნავარაუდევი 18 მაისს, 19-ში კი იწვიმებს და ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება.
პერიოდულად ნალექი და +17 გრადუსია მოსალოდნელი გორში 20 მაისს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 მაისიდან გორის მუნიციპალიტეტში გამოიდარებს.