გორის მუნიციპალიტეტმა ბათუმში გამართულ რიგით მე-15 ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენაში - „EBIT 2024“ მიიღო მონაწილეობა.
გამოფენაზე წარმოდგენილი საინფორმაციო მასალებით, სტუმრებმა მიიღეს ინფორმაცია გორის მუნიციპალიტეტში მოქმედი რესტორნების, სასტუმროების, კვების და ტურისტული ობიექტების შესახებ.
როგორც გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელმა რობერტ მაღლაკელიძემ აღნიშნა, ღონისძიების მიზანი ტურისტული კომპანიების ერთ სივრცეში გაერთიანება და ახალი სერვისების შესახებ ინფორმაციის გაცვლა იყო.
„დამთვალიერებელთა ნაკადი არ წყდებოდა შიდა ქართლის სტენდთან, სტუმრებს ძალიან მოსწონდათ გორის ტურიზმის განყოფილების ხალხური რეწვის სახელოსნოს მინი გალერეას კერამიკული ნაწარმი, აქტიურად მონაწილეობდნენ მასტერკლასებში და საკუთარი ხელით ქმნიდნენ კერამიკულ სუვენირებს.
ინტერესით ეცნობოდნენ, ასევე, ხალხური რეწვის ოსტატების და მცირე მეწარმეების მიერ წარმოდგენილ სხვადასხვა სახის პროდუქციას“, - აღნიშნა რობერტ მაღლაკელიძემ.