სპორტი
14.05.2024 11:01
თბილისში გამართულ მემორიალურ ტურნირზე გორელმა სპორტსმენებმა 22 მედალი მოიპოვეს

შალვა ბაგაურის ხსოვნის მემორიალურ ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობაში, ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის სპორტსმენებმა ოთხი - პირველი, ექვსი - მეორე და ექვსი მესამე ადგილი დაიკავეს.

ტურნირის გამარჯვებულები ნიკოლოზ ბერიანიძე (23 კგ.), ანდრია გამხიტაშვილი (26 კგ.), გიორგი ოქროპირიძე (32 კგ.) და მიშო მაყიშვილი (52 კგ.) გახდნენ.

დანიელ გალეგაშვილმა (23 კგ.), მათე პაპიტაშვილმა (26 კგ.), გიორგი გიგაურმა (29 კგ.), ლექსო ნოზაძემ (35 კგ.), ნიკოლოზ ტარუაშვილმა (41 კგ.) და ლუკა ქავთარაძემ (57 კგ.) შეჯიბრება მეორე ადგილით დაასრულეს.

თომა პაპიტაშვილი (26 კგ.), აივაზ ემინოვი (29 კგ.), დავით ოქროპირიძე (32 კგ.), ლუკა ქარელიშვილი (48 კგ.), საბა ვართანიანი (57 კგ.) და ერეკლე მამესწარაშვილი (+57კგ.) კი მესამე ადგილის მფლობელები გახდნენ.

ტუნირზე გორის კიდევ ერთი, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის მოჭიდავეებიც მონაწილეობდნენ.

სპორტსმენებმა ასპარეზობა ერთი - პირველი, ორი - მეორე და სამი მესამე ადგილით დაასრულეს.

ლუკა ყაჭეიშვილი (44 კგ.) ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ნიკოლოზ გაგლოშვილი (32 კგ.) და დავით რაზმაძე (57კგ.) მეორე ადგილზე გავიდნენ.

რაც შეეხება მესამე ადგილს, თორნიკე დვალიშვილმა (35 კგ.), ტატო ცხაოშვილმა (38 კგ.) და ალექსანდრე დოლაბერიძემ (44 კგ.) დაიკავეს.

შალვა ბაგაურის ხსოვნის მემორიალური ტურნირი თბილისში ჩატარდა. შეჯიბრში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები 2011-2013 წელს დაბადებული სპორტსმენები მონაწილეობდნენ.

 

კვირის ამბები