რეგიონი
09.03.2020 14:40
კასპის მუნიციპალიტეტის მერმა თანამდებობა დატოვა

კასპის მუნიციპალიტეტის მერმა პოსტი დატოვა. ამის მიზეზად მანუჩარ მერებაშვილი GMnews-თან საუბრისას კერძო სექტორში გადასვლას ასახელებს.

„რამდენიმე თვის წინ მქონდა კერძო სექტორიდან შემოთავაზება, დაკავებული თანამდებობიდან წასვლის სურვილის თაობაზე ვაცნობე კიდეც ხელმძღვანელობას, ამ საკითხზე მქონდა საუბარი, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ წლის ბოლო იყო და მუნიციპალიტეტში არაერთი გარდამავალი პროექტი მიმდინარეობდა, წასვლისგან თავი შევიკავე, ახლა კი, ყველაფერი ნორმალურადაა, ხორციელდება ამ წელში დაგეგმილი პროექტები და მივიღე თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება. მუშაობას კერძო სექტორში გავაგრძელებ. სხვა მიზეზები არ ყოფილა, 2018-2019 წლებში კასპის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი მოწინავეა“, - განაცხადა მანუჩარ მერებაშვილმა.
ცნობისთვის, მანუჩარ მერებაშვილი კასპის მუნიციპალიტეტის მერის პოსტს 2017 წლიდან იკავებდა.

კვირის ამბები