14 მაისს, ქართული ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული მეფე თამარის ხსენების დღე აღინიშნება. „მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმფლობელობითა მპყრობელი“ მეფე ქალი, მამამ, გიორგი III-ემ თანამოსაყდრედ 1179 წელს გამოაცხადა. 1184 წლიდან კი იგი საქართველოს მონარქი გახდა.
თამარის გამეფებისთანავე ფეოდალურმა არისტოკრატიამ დაიწყო ბრძოლა დაკარგული პოლიტიკური პრივილეგიების აღსადგენად, თუმცა, მეფე ქალმა ეს პრობლემა შორსმჭვრეტელური პოლიტიკური სიზუსტით გადაჭრა.
1185 წელს, გავლენიან ფეოდალთა ერთმა ჯგუფმა, თამარს ანდრია ბოგოლიუბსკის შვილი - იური (გიორგი რუსი) შერთო. ორი წლის შემდეგ თამარი განქორწინდა, იური კი საქართველოდან განდევნეს. ოთხი წლის შემდეგ თამარმა მეორედ, დავით სოსლანზე იქორწინა, რომლისგანაც ორი შვილი - ლაშა და რუსუდანი შეეძინა.
თამარის გარდაცვალების თარიღად ისტორიკოსები რამდენიმე წელს ასახელებენ.
თამარ მეფის სახელობის დღე, საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენიდან, 1917 წლიდან წელიწადში ორჯერ აღინიშნება - 31 იანვარი თამარის მიცვალების, 14 მაისს კი, ხსენების დღეა.