ტურიზმი
13.05.2024 14:27
2024 წლის აპრილში გორის მუნიციპალიტეტს 35 531 ვიზიტორი ეწვია
გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილებამ ოფიციალური სტატისტიკა გამოაქვეყნა.

ინფორმაციის მიხედვით, მიმდინარე წლის აპრილში გორის მუნიციპალიტეტს 35 531 ვიზიტორი ეწვია.

სტატისტიკის თანახმად, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან 3 მაისამდე მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ობიექტების დამთვალიერებელთა რაოდენობამ 77 852 შეადგინა. მათ შორის 61 255 უცხოელია.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ყველაზე მეტი ტურისტი მუნიციპალიტეტს აპრილში ეწვია. ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები დამთვალიერებელთა ნაკადის ზრდას კიდევ ელიან.
კვირის ამბები