საზოგადოება
13.05.2024 13:50
დაქორწინების, ოჯახის წევრის გარდაცვალების, შვილის შეძენის ან აყვანისას სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები ფინანსურ დახმარებას მიიღებენ

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთათვის სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიები განისაზღვრა - დაქორწინების, შვილის შეძენის/აყვანის, ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები ფინანსურ დახმარებას მიიღებენ.

აღნიშნულ უწყებაში დასაქმებულები სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიებით საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე ისარგებლებენ.

„საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური განსაკუთრებულად აფასებს სისტემაში დასაქმებულ თითოეულ თანამშრომელს და მათთვის სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად ყოველდღიურად ზრუნავს.

მინისტრის ბრძანების თანახმად, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, სისტემაში დასაქმებული დაქორწინების, შვილის შეძენის/შვილად აყვანის, ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიების სახით მიიღებს ერთჯერად ფინანსურ დახმარებას  1875 ლარის ოდენობით“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები