ვეტერინარიის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით და წარმატებული საქმიანობისთვის, მიუსაფარ ცხოველთა მართვის შიდა ქართლის სააგენტოს ოპერატიული რეაგირებისა და მონიტორინგის განყოფილების თანამშრომლები მადლობის სიგელით დააჯილდოვეს.
სააგენტოს ხელმძღვანელს ბაქარ გიუნაშვილს და მის კოლექტივს სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის მადლობის სიგელი გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ გადასცა.
შეგახსენებთ, მიუსაფარ ცხოველთა მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტო ჰუმანურად, მსოფლიოში აპრობირებული მეთოდით (სტერილიზაცია/კასტრაციის ოპერაციებით) უზრუნველყოფს მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვას. ასევე, ხდება მიუსაფარი ცხოველების შემდეგი პროცედურებით უზრუნველყოფა: სამედიცინო შემოწმება, ცოფის საწინააღმდეგო აცრა, პარაზიტებზე დამუშავება, დათაგვა (ყურზე მაგრდება ყვითელი ფერის საჭიდი).