კულტურა
13.05.2024 13:12
ზაქარია კაკალაშვილის სახელობის კლასიკური გიტარის საღამო გორში დღეს გაიმართება

გორში ზაქარია კაკალაშვილის სახელობის კლასიკური გიტარის საღამო გაიმართება.

ღონისძიება დღეს, 13 მაისს, 17:00 საათზეა დაგეგმილი და ვანო მურადელის სახელობის სამუსიკო სკოლა (სამეფოს ქ. 12) უმასპიძლებს.

ორგანიზატორების ინფორმაციით, მსმენელი კლასიკური გიტარის კონგრესის დამფუძნებლის თამარ გიუნაშვილის კლასის კონცერტს მოუსმენს.

რაც შეეხება რეპერტუარს, წარმოდგენილი იქნება ტარიელ იბერის, მარია ლუიზა ანიდოს, ფრანცისკო ტარებას, ანტონიო ლაუროს და სხვა კლასიკოსთა ნაწარმოებები.

დასწრება თავისუფალია.
კვირის ამბები