სპორტი
13.05.2024 12:06
ლევან მახათაძემ სლოვაკეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მკლავჭიდსა და პარამკლავჭიდში ოქროს მედალი მოიპოვა

გორელმა პარასპორტსმენმა ლევან მახათაძემ სლოვაკეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მკლავჭიდსა და პარამკლავჭიდში ოქროს მედალი მოიპოვა.

პარასპორტსმენმა როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა მკლავით ჭიდილში ყველა მოწინააღმდეგე დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტულს დაესაკუთრა.

„მიღწეული წარმატებით ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ. ევროპის ჩემპიონი მეორედ გავხდი. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მოვემზადები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, რომელიც აგვისტოში ჩატარდება და წარმატების იმედიც მაქვს. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩემპიონატზე საქართველოს ვაჟთა პარანაკრები გუნდურში პირველ ადგილზე გავედით“, -  „გორის მაცნესთან“ აღნიშნა ლევან მახათაძემ.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს მოლდოვაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მკლავჭიდსა და პარამკლავჭიდში მახათაძემ ოქროს მედალი და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. გარდა ამისა, ყაზახეთში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატიც პირველი ადგილით დაასრულა.

კვირის ამბები