სპორტი
09.05.2024 19:41
საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრი, გიორგი ჩაკვეტაძე გურამ გაბუნიას სახელობის გორის საფეხბურთო სკოლის აღსაზრდელებს შეხვდა

საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრი, გიორგი ჩაკვეტაძე გურამ გაბუნიას სახელობის გორის საფეხბურთო სკოლის აღსაზრდელებს შეხვდა.

სპორტსმენი ახალგაზრდა ფეხბურთელებს საკუთარი გამოცდილების შესახებ ესაუბრა და მათ შეკითხვებსაც უპასუხა. შემდეგ კი, მოზარდებმა ცნობილ ფეხბურთელთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

ცნობისთვის, 24 წლის გიორგი ჩაკვეტაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების პარალელურად, ინგლისური „უოტფორდის“ შემტევი ნახევარმცველია.

კვირის ამბები