სპორტი
08.05.2024 23:40
ევროპის კვირეულის ფარგლებში, 9 მაისს გორში გარბენი გაიმართება

ევროპის კვირეულის ფარგლებში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალური ოფისი და გორის მუნიციპალიტეტი ევროპის აწყობენ სახალისო გარბენს. გარბენი სტარტს აიღებს გორის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიიდან და გორის ქუჩების კონკრეტულ მარშრუტს და 5 კილომეტრს მოიცავს.

ცნობისთვის, ევროპის დღე მიმდინარე წელს საქართველოში 11 მაისს აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით იმართება კვირეული, რომლის ფარგლებში არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი.

ცნობისთვის, ევროპის დღე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რობერტ შუმანის 1950 წლის დეკლარაციის პატივსაცემად დაწესდა. სწორედ 1950 წლის 9 მაისს წარადგინა შუმანმა იდეა ევროპაში პოლიტიკური თანამშრომლობის ახალი ფორმის შესახებ, რომელიც ევროპის ქვეყნებს შორის ნახშირისა და ფოლადის მარაგების გაზიარებას ითვალისწინებდა და ევროპაში ომს წარმოუდგენელს ხდიდა. ამ იდეამ საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ევროპის კავშირს. შედეგად, უკვე 73 წელია, რეალობადქცეული იდეა, რომელსაც დღეს ევროკავშირი ჰქვია, ვითარდება, წარმატებით მუშაობს, მშვიდობასა და კეთილდღეობას ემსახურება და 27 ქვეყნის მასშტაბით, 447 მილიონამდე ადამიანს აერთიანებს.

კვირის ამბები