საზოგადოება
02.05.2024 20:52
გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათები გადაეცათ

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა გიგა გელაშვილმა გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათები გადასცეს, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ გორის მერია ავრცელებს.

,,გორის მუნიციპალიტეტისგან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით სასურსათო პაკეტები გადაეცემათ უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს, ომის ვეტერან შშმ პირებს, უსინათლოებსა და სოციალური საცხოვრისების ბენეფიციარებს.

ნობათების ნაწილი გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან თანამშრომლობით მომზადდა. სააღდგომო საჩუქარს 400 - ზე მეტი ბენეფიციარი მიიღეებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

კვირის ამბები