საზოგადოება
02.05.2024 12:46
მიცვალებულთა მოხსენიების დღეს გორში უფასო ტრანსპორტი იმოძრავებს

მიცვალებულთა მოხსენიების დღეს, 6 მაისს, დამატებითი ავტობუსები გორში უფასოდ 09:00 - დან 18:00 საათამდე იმოძრავებს.

მოქალაქეები სასაფლაოს მიმართულებით უფასოდ მგზავრობას ქალაქის ყველა უბნიდან შეძლებენ.

ბოლო გაჩერების წერტილი სასაფლაოზე არსებული სამების ტაძრის მიმდებარე ტერიტორია იქნება.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დამატებითი ავტობუსები ქალაქის მასშტაბით მგზავრებს შემდეგ ლოკაციებზე აიყვანს: ჭალის დასახლება (გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორია), წმინდაწყლის დასახლება (ყიფიანის და ტყვიავის ქუჩების კვეთა), კომბინატის დასახლება (კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორია), ვერხვების დასახლება (მამარდაშვილის მემორიალის მიმდებარე ტერიტორია), სადგურის დასახლება (რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია), ქალაქის ცენტრალური ნაწილი (გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობა, აღმაშენებლის გამზირის და სამების ქუჩის კვეთა).

ყველა მიმართულებით, ერთი მარშრუტის გარდა, ტრანსპორტი ერთსაათიანი ინტერვალით იმოძრავებს. აღმაშენებლის გამზირის და სამების ქუჩის კვეთიდან სამების ტაძრის მიმართულებით მოძრავი ავტობუსები კი მგზავრებს ნახევარსაათიანი ინტერვალით მოემსახურება.

კვირის ამბები