საზოგადოება
01.05.2024 15:06
ერგნეთსა და არბოში იძულებით გადაადგილებული ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სათბურები მოეწყო

საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფლებში - ერგნეთსა და არბოში, იძულებით გადაადგილებული ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, სათბურები მოეწყო.

პროექტი დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაფინანსებით განხორციელდა და როგორც სააგენტოში აცხადებენ, სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამის  მიზანი სოფლად განსახლებული დევნილების სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წამოწყება და გაფართოების ხელშეწყობაა, ასევე, დევნილი ოჯახები სათბურში მოყვანილი პროდუქტის რეალიზაციას ეწევიან და რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავლს ოჯახებს ახმარენ.

საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფლებში სააგენტოს დირექტორი ზურაბ უტიაშვილი იმყოფებოდა და შესრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

შეგახსენებთ, დევნილთა სააგენტო სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამას ყოველწლიურად ახორციელებს. იძულებით გადაადგილებული ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, ჯამში, 100-მდე სათბური მოეწყო.

კვირის ამბები