საზოგადოება
01.05.2024 15:03
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილებისთვის მოქმედ პროგრამებზე გორში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

შიდა ქართლში მცხოვრებ დევნილებთან გორში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ზურაბ უტიაშვილი და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე ესწრებოდნენ.  

სააგენტოს წარმომადგენლებმა იძულებით გადაადგილებულ პირებს ის პროგრამები და პროექტები გააცნეს, რაც მათი განსახლების და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიმართულებით ხორციელდება.

სააგენტოს დირექტორმა დევნილების შეკითხვებს უპასუხა და მათი პრობლემები მოისმინა.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, დევნილ ოჯახებთან მსგავსი დიალოგი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

კვირის ამბები